ჟურნალი ნომერი 2 ∘ ქეთევან სეფიაშვილი
ნიკოს კაზანძაკისი - არასდროს არ მომინდება გარდაცვალება; ფილოსოფიური საუბარი

ბერძნულიდან თარგმანი შესრულებულია: Περιοδικό «Ταχυδρόμος» 2 Μαρτίου 1957 Πηγή: antiparos-blog.blogspot.com ქეთევან სეფიაშვილის მიერ.

 ნიკოს კაზანძაკისი - არასდროს არ მომინდება გარდაცვალება

მშვიდად, მარტოსულად ცხოვრობს ორი ბერძენი ბა კასტელეს ქუჩაზე მდებარე   ერთ თვალწარმტაც  პატარა სახლში.  ისინი საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხედავენ:  ადიბის ნავსადგომს და ფირუზისფერ ხმელთაშუა ზღვას.  დიასახლისი მუდამ,   სიცოცხლით სავსე სტუმართმოყვარეობით იკრავს გულში კარის ზღურბლს ესესაა  გადაბიჯებულ სტუმარს. კიბის რამოდენიმე საფეხურს  მწერლის კაბინეტამდე მივყავართ.  მაღალი, პირდაპირი, მარტოსული ასე ახასიეთებს ჟურნალისტი  კაზანძაკის, კეთილი ღიმილით,  შლის მკლავს,   ხელს გიჭერს ხელზე და  ხარბად,   მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით გეკითხება : რა სიახლე მოგვიტანე საბერძნეთიდან?.  საბედნიეროდ, როგორც ჟურნალისტს,  ჟურნალისტური გამოძიებების წყალობით, ბოლო პერიოდში  მომეცა შესაძლებლობა,  გამეცნო საბერძნეთი ათენის გარეთაც,   ვუყვები თუ რა ვნახე და რა გავიგონე სოფლებსა და  ქალაქებში, მანის ველური მთებიდან ვიწის მწვერვალამდე.   ვესაუბრები იმაზე თუ  როგორ ხდება  დიდი საქმეების კეთება.  თუმცა, ამის მიუხედავად,  სიღარიბე კვლავ სიღარიბედ რჩება,  რის გამოც,  ჩრდილოეთ საბერძნეთში,  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებულია მიატოვოს მშობლიური მიწა. მათ  საუბრის დროს  მითხრეს,  რომ   ცხოვრობენ „მზის უკან“.

- ,,მზის უკან“  ჩურჩულებს კაზანძაკისი და ინიშნავს ამ ერთი მოსმენით უბრალო ფრაზას.  ფრაზას, რომელიც მოსწყდა იმ ხალხთა ბაგეს ასე ძლიერ რომ უყვარს.

-ი.ტ: -ახლა თქვენზეც მითხარით, ბედნიერი ხართ?

-ნ.კ: -ბედნიერი ვარ თუმცა,  სირცხვილია, რომ  ასეთ  დროს ვინმე იყოს ბედნიერი. ელენის, რომ არ ესმოდეს ჩვენი საუბარი,  ხმამაღლა  გეტყოდი,  რომ:  ეს ქალი არის ჩემი ბედნიერების საწყისი, ნამდვილად   ვერასდროს   გავბედავდი   წარმომედგინა ასეთი თანადგომა ადამიანისგან , მაგრამ  ამაზე,   რომ ვისაუბრო გამიბრაზდება.  ვარ ბედნიერი:  იმიტომ  რომ შემიძლია ვიმუშავო, იმიტომ  რომ  არ მაქვს არანაირი ამბიცია, არანაირი  ზიზღი, იმიტომ  რომ მაქვს სუფთა გული. მშრომელი ადამიანი  კი  არ ავადდება,  არც  ბერდება,    ესაა უდიდესი  საიდუმლო.  ამიტომ   არავინ არ უნდა მიატოვოს თავისი საქმე  და თუ კი  ვინმე მაინც გააკეთებს  ამას   ვაი  მას. 

ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ  გარდაცვალების შემდეგ ადამიანის გონება  ხუთი წუთის განმავლობაში   აგრძელებს მუშაობას  თუმცა,  გოეთეს შემთხვევაში დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მისი  გონება  მაშინაც კი მუშაობდა, როდესაც ეკერმანმა მის ნეშტს გადახადა სუდარა,  რომლის ქვეშაც   გადატანილი ტანჯვის  მიუხედავად   ისე გამოიყურებოდა,  როგორც ახალშობილი.

ი.ტ. -ხელახლა დაბადება რომ შეგეძლოთ, ისურვებდით?

ნ.კ. -არასოდეს არ ვისურვებდი სიკვდილს, რადგან  მაინტერესებს ცხოვრება, ადამიანი - არა მხოლოდ ერთი,  არამედ ყველა   ერთად.

ი.ტ.-რას იტყვით? გჯერათ, რომ შესაძლებელია კაცობრიობის  პოეტური განვითარება?

ნ.კ.- იცით, ოდესღაც ერთმა სომეხმა პოეტმა  თქვა: „პითიკანთროპოსმა გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო ადამიანი, მაგრამ  ამას  ჯერჯერობით კიდევ  ვერ მიაღწია...“

ი.ტ:- არსებობს კი  ადამიანებისთვის   იმის იმედი,  რომ ოდესმე  ბედნიერად იცხოვრებენ?

ნ.კ-ნაძლევს ჩამოვდივარ,  ათას  წელში!  ერთხელ ერთმა გლეხმა,   დაიჭირა ყორანი  რათა დაედგინა თუ  მართლა ცოცხლობდა 100 წელი, მაგრამ იცით პირველი თვითონ მოკვდა!  ასე, რომ  მეც ათასი წელი რომ ვიცოცხლო, მაინც ვერ მოვესწრები  ბედნიერი ადამიანების ხილვას.

ი.ტ -რა არის  ყველაზე დიდი დაბრკოლება მათი ბედნიერებისთვის?

ნ.კ.-ძალიან რთულია ვინმემ უპასუხოს ამ შეკითხვას ეს არის სწორედ ჩემი დიდი წუხილის მიზეზიც.  ჩემი აზრით, რწმენის არქონა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა იმისათვის  რომ  ადამიანი იყოს  ბედნიერი.  რწმენის  არქონით,    მასზე უფრო მაღლა არსებულის არ დაჯერებით ვერავინ იქნება ბედნიერი.

 ი.ტ -როგორ ფიქრობთ,  რა გზით შეიძლება  თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი?

ნ.კ.-  არ მგონია, რომ  მას  მართლა გადავურჩეთ....(ნუ ამბობთ ასეთ რაღაცეებს!  დაიძახა ქალბატონმა კაზანძაკისმა სამზარეულოდან, რადგან  რასაც  გონებაში მოვათავსებთ და   ხმამაღლა ვიტყვით,  ყველაფერი  მაინც  პირიქით მოხდება).

ნ.კ.-ომი  მხოლოდ მაშინ შეწყდება,  როდესაც   პრიმიტიული   ადამიანი  (პითიკანთროპოსი) გახდება  ადამიანი.   დღესდღეობით  უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს     დისტანცია, რომელიც  არსებობს  მოაზროვნე  და  ზნეობრივად  მაღლა  მდგომ  ადამიანებს  შორის.

მოაზროვნე  ადამიანმა   მიაღწია   მაგიურობამდე,  შემდეგ  კი უფრო მაღლა ზეადამიანურობამდე,     მიუხედავად  იმისა,  რომ  იგი   ეთიკურად   უუნაროა და  როდესაც  ამ  ორის   თანხვედრა   მოხდება,  კაცობრიობაც  მაშინ  მიაღწევს  ბალანსს  და  ადამიანიც  მაშინ   გახდება  ბედნიერი.   დღევანდელი  ადამიანი  იცით  ვის  მაგონებს,  ცხოველების მომთვინიერებელს,  რომელიც  შევიდა  მხეცების    გალიაში  იმ  ფიქრებით,  რომ ვეფხვი  გაწვრთნილი     იქნებოდა... 

ი.ტ.- განათლებული ადამიანი უნდა მიეკუთვნებოდეს რომელიმე ერთ დაჯგუფებას თუ უნდა  დარჩეს სრულიად დამოუკიდებელი, იმისათვის რათა  თავისუფლად განსაჯოს?

ფრანგმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა  ჟან-პოლ   სარტრმა, ერთხელ  თქვა: „განათლებული ადამიანი ყოველთვის უნდა ებრძოლოს უსამართლობას, სადაც არ უნდა შეხვდეს მას“.

ნ.კ.- რთულია განათლებული ადამიანისათვის მარტო  დარჩენა.  მარტო მყოფი სუსტია, მაგრამ თუ  სხვებთან გაერთიანდება ცუდისკენ  შეიცვლება. პრობლემა  კი ის არის, რომ შეუძლებელია პატიოსანი ადამიანების ერთად გაერთიანება.  განათლებული ადამიანი უნდა გმობდეს უსამართლობას ყველგან და ყოველთვის სადაც კი მას შეხვდება, მე  კი  თქვენს შეკითხვას ვპასუხობ მხოლოდ იმით რასაც ვაკეთებ:   ვწერ ადამიანურ ღირსებაზე,  რომელსაც ყველგან ადვილად თელავენ,  მაგრამ  თუ  სხვებთან გავერთიანდები  დავკარგავ ჩემს თავისუფლებას. მასების ფსიქოლოგია ზოგადად განსხვავებულია:   ვსაუბრობ  ინტელიგენციაზე როგორც მასაზე და არა ზოგადად მასის შესახებ,  რომელთაც პატივს ვცემ, რადგან მათ აქვთ თავიანთი საქმე.  განათლებულ ადამიანს   შეუძლია უკეთ იმუშავოს მარტომ: თავისუფალი ადამიანი  იბრძვის თავისუფლებისათვის. ათი  თავისუფალი ადამიანი კი  გაერთიანების შემთხვევაში დაკარგავს თავისუფლებას.   შენს საკუთარ გზას ბოლომდე უნდა გაჰყვე- აი რა არის საჭირო. განვლილი გზის ღირებულება  კი იმაშია,  რომ არასოდეს გაჩერდე და  ყოველთვის წინ მომავალს ხედავდე.

ი.ტ- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე ღირებული სამყაროში?

ნ.კ.- ჩემთვის დრო. ესთეტმა ბერნარდ ბერენსონმა, რომელიც გადაიხვეწა  ფლორენციაში და    ოთხმოცდაათი წლისა არის, მითხრა: მსურს ქუჩაში გასვლა, გამვლელებისთვის ხელის გაწვდენა  და თქმა: „მომეცი ცოტა დრო,იმ თქვენი დროდან, რომელსაც კარგავთ...“

ი.ტ.-მეც რომ შეგიჭამეთ ამხელა დრო თქვენი   მეტად ძვირფასი   დროიდან?

ნ.კ.- ეჰ,  არა უშავს,  რადგან მეც გავიწოდე  ხელი და რაღაც შევაგროვე...                   

 

ნიკოს კაზანძაკისი: ფილოსოფიური საუბარი

ნიკოს კაზანძაკისი (1883-1957) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძენი მწერალი და მოაზროვნეა, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება. მისი შემოქმედება მრავალფერვნებით გამოირჩევა და მოიცავს: პოეზიას, პროზას, დრამას, ფილოსოფიურ-მისტიკურ ტრაქტატებს, ესეებს, პუბლიცისტურ წერილებს და თარგმანებს.

კაზანძაკისის ნაწარმოებებში ერთმანეთს უპირისპირდება ქრისტიანული სქოლასტიკა და გნოსტიკური დუალიზმი, ლენინის კომუნიზმი და ბუდას ასკეტიზმი, მის შემოქმედებაზე  გარკვეულ ზეგავლენას ახდენს რელიგიური მსოფლხედვა. ამის გამო მწერალი ბევრჯერ მოხვდა კრიტიკის ქარცეცხლში, უფრო მეტიც 1951 წელს რომის პაპმა მისი რამოდენიმე ნაწარმოები აკრძალულ წიგნთა ნუსხაში შეიტანა. გარკვეული მართლმადიდებლური წრეები,  მის განკვეთასაც კი მოითხოვდნენ, თუმცა საბედნიეროდ მიზანს ვერ მიაღწიეს. კაზანძაკისი რამდენჯერმე წარადგინეს ნობელის პრემიაზე, მაგრამ მისი შემოქმედების მიმართ, კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ვერ შეძლო ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო.

დღესდღეობით ნიკოს  კაზანძაკისის წიგნები, სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ბერძენი მწერლის,  ნიკოს  კაზანძაკისის  შემოქმედება,  მსოფლიო ლიტერატურის  უდიდესი საგანძურია. ის წერდა სხვადასხვა თემატიკაზე და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებდა, რომ მისი ნამუშევრების გაცნობისას თავში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს, როგორ შეეძლო მოკვდავს  ამდენი ლიტერატურული შედევრის შექმნა?.. მწერალი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ჭეშმარიტებას ეძებდა, სვავდა კითხვებს და სხვადასხვა ტიპის ზოგადსაკაცობრიობო პრობლემები გამოჰქონდა თავისი ნაწარმოებებით  სააშკარაოზე.

კაზანძაკისის პოზიცია მისივე სიტყვებშია ფორმულირებული: „დღესდღეობით  უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს   ის დისტანცია, რომელიც  არსებობს  მოაზროვნე  და  ზნეობრივად  მაღლა  მდგომ  ადამიანებს  შორის.  მოაზროვნე  ადამიანმა   მიაღწია   მაგიურობამდე,  შემდეგ  კი უფრო მაღლა ზეადამიანურობამდე,     მიუხედავად  იმისა,  რომ  იგი   ეთიკურად   უუნაროა,  როდესაც  ამ  ორის   თანხვედრა   მოხდება,  კაცობრიობაც  მაშინ  მიაღწევს  ბალანსს  და  ადამიანიც  მაშინ   გახდება  ბედნიერი.“

ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება მშობლიურ ენაზე გაიცნოს საინტერესო დიალოგი ჟურნალისტ იოლანდა ტერენციოსთან- „არასდროს არ მომინდება გარდაცვალება“. 1957 წლის დასაწყისში  ჟურნალისტი იოლანდა ტერენციო ეწვია კაზანძაკისების წყვილს ქალაქ  ადიბში მდებარე პატარა სახლში. აღწერა ადგილი,  შეადგინა მწერლის ლაკონური პორტრეტი და ჩაიწერა  ის  დისკუსია, რომელიც მასთან გამართა.

 

Ketevan Sepiashvili

Nikos Kazantzakis: A Philosophical Debate

summary

Nikos Kazantzakis is widely considered as one of the most famous Greek writers and thinkers of the twentieth century, who gained recognition in his lifetime. Throughout his life, in his works he sought truth, asked questions, and exposed various types of universal problems.

For the first time, Georgian readers have an opportunity to get acquainted with Kazantzakis interesting debate about human existence, the life and death in the interviews with Greek journalist Giolanta Terentsio "I will never want to die."

It is a kind of ethical discourse, where Kazantzakis discusses that a thinking person has reached magic, and then a higher level of superhumanity. Although when these two coincide, it will become ethically unable, humanity will then reach balance and man will then become happy.

Kazantzakis formulated his position in the words: “The greatest danger today is the distance that exists between thoughtful and morally superior people”.