კონცეფცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი - „ზნენი“ 

კონცეფცია 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფოს სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი, „ზნენი“, მიზნად ისახავს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის წახალისებას, მათი ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით  ახალი თეორიული ცოდნის ფორმირებას, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებისათვის სტუდენტთა უნარების მომზადებას. ჟურნალი გამოვა წელიწადში ერთხელ. ჟურნალში დაიბეჭდება სტუდენტური გამოკვლევები, სტატიები, გაშუქდება სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებები, დაიბეჭდება რეცენზიები, ახალი თარგმანები და სხვა ინფორმაცია სტუდენტური სამეცნიერო ცხოვრების შესახებ.

ჟურნალი ხელს შეუწყობს მოტივირებულ სტუდენტებს სამეცნიერო მუშაობაში ჩართვას. იგი მათ საშუალებას მისცემს საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას. ჟურნალი ღიაა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის და ეპატიჟება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებაც. სტატიის ავტორი უნდა იყოს საბაკალავრო, სამაგისტრო, ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტი; სტატიის მიღების წინაპირობაა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს; სტატიაში დაცული უნდა იყოს სტატიის გაფორმების წესი.


2022-02-01