თემატიკა

ჟურნალში განთავსდება: მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის, ეპისტემოლოგიის, ლოგიკისა და ენის ფილოსოფიის, მორალის ფილოსოფიისა და გამოყენებითი ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიის, რელიგიის ფილოსოფიის, კულტურის ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის და სხვ. თანამედროვე პრობლემებისა და აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი ანალიტიკური პუბლიკაციები. ჟურნალის საკოორდინაციო საბჭო მიესალმება ასევე ახალ თარგმანებს. ჟურნალში გარდა სამეცნიერო სტატიებისა, განთავსდება სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ასევე  ფილოსოფიის აკადემიურ სივრცეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, სიმპოზიუმები, საზაფხულო/ზამთრის სკოლები, ახალი პუბლიკაციები და სხვ.) შესახებ საინფორმაციო დაიჯესტი, ინფორმაცია დაგეგმილი სამეცნიერო აქტივობების შესახებ. 


2022-02-01